საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებულ ვითარებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დაესწრნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ტურისტებისთვის უსაფრთხო და პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საქართველოში ტურიზმის სექტორის მხარდაჭერისათვის სხვადასხვა ინიციატივები განიხილეს.