ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. საგზაო სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები და ხელოვნური ნაგებობები მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი გზა დავითაიას ქუჩას მერვე ლეგიონის დასახლებასთან, მთისძირის ქუჩასთან დააკავშირებს.
წყარო: რა კეთდება