აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედ თინათინ ზოიძე დაინიშნა, რომელიც დღემდე დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა
თინათინ ზოიძეს ტურიზმის სფეროში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს. აქედან 9 წელი ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა
2015 წლიდან დღემდე ხელძღვანელობდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, მანამდე კი ბათუმის ტურისტული სააგენტოს ტურიზმისა და მარკეტინგის განყოფილებებს
წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი