რაბათის ციხის ტერიტორიაზე ახალციხის განახლებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი, USAID საქართველოს წარმომადგენელი დავით წიკლაური.
USAID ზრდა-ს ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი დაესწრნენ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია და USAID ზრდა სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურიზმის განვითარების რეგიონული მოდელის შემუშავებას უწყობენ ხელს, შეიქმნა დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, (DMO) შედეგად USAID ზრდა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთობლივად განსაზღვრავენ რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და პრიორიტეტებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას, ასევე სამცხე-ჯავახეთში და სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობას.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, USAID ზრდა-მ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ახალციხეში, ბორჯომში, გორსა და ზუგდიდში მდებარე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები სრულად აღჭურვა და თანამშრომლები გადაამზადა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების ხარჯზე აღნიშნულ რეგიონებში ტურისტული პოტენციალის ამაღლებას.