26 მაისი საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღეა! ზუსტად 91 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რომელიც ყველა წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ ცნო. დამოუკიდებლობის დღე საქართველოში განსაკუთრებულად აღინიშნება – ეს დღე ჩვენია!
ერთად აღვნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე თელავში!
26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები:
საკონცერტო პროგრამა მთავარ სცენაზე:
13:00 ადგილობრივი ანსამბლები
15:00 ჯგუფი „მარტივი გამოსავალი“
17:10 საქართველოს ჰიმნის შესრულება
18:00 ანსამბლი „ქართული ხმები“
19:00 ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33ა“
13:00 – 20:00 ქვევრის მუზეუმი ღია ცის ქვეშ
• შემეცნებითი ლექცია/სემინარები ქართულ ღვინოზე
• დოკუმენტური ფილმის ჩვენება
• სტენდები ქართული ღვინის შესახებ
• თიხაზე მუშაობის საჩვენებელი სივრცე
• სამახსოვრო ფოტოს გადასაღები ხეივანი
13:00 – 20:00 გამოფენები:
• გამოფენა „ქართული ღვინო„
• გამოფენა „კახეთი“
• სამხედრო ტექნიკის გამოფენა
13:00 – 20:00 ქართული სამზარეულოს მასტერკლასები:
• ქართული თონე, პურის ცხობის მასტერკლასი
• ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასი
• ჭაჭის გამოხდის საჩვენებელი სივრცე
• ქართული სამზარეულო
13:00 20:00 ქართული ბაზარი მოედანზე:
• ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა
• ღვინის მოედანი – სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა
13:00 – 18:00 საბავშვო ქალაქი მოედანზე:
• სპორტული და მხიარული შეჯიბრებები
• საბავშვო შემეცნებით გასართობი პროგრამა
• ზღაპრის გმირები
• სახეზე მოხატვა
• მხიარული კარნავალი
• ბრენდირებული ბუშტები და დროშები
• არქეოლოგიური შემეცნებითი თამაშები
• თიხის ქვევრის და 26 მაისის ქანდაკების მოხატვა
• თამაშები
13:00 -17:00 თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა