მთიანაჭარაში მოგზაურობის მსურველებს წელს საინტერესო ეკოტურისტული, სათავგადასავლო და საფეხმავლო ტურისტული მარშრუტები ელოდებათ. ახალი ტურისტული მარშრუტების და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხულოში გამართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება დასრულებულია. მოგზაურებს 3 დღიანი წრიული მარშრუტების გავლა ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლის გარეშე შეეძლებათ. ამას ემატება არსებული ტურისტული მარშრუტებიც, რომელთა განვითარებაც ეტაპოპრივად ხორციელდება.
ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი
ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი
ხულო-სხალთა-ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი
გოდერძი-მწვანე ტბა-ბეშუმის ტურისტული მარშრუტი
წელს, იწყება ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის დეტალური კვლევა და ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადება.
წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი