საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი საქართველო – ლიბანის ბიზნეს ფორუმზე. ტურიზმის სექტორისადმი მიძღვნილ პანელზე გამართულ დისკუსიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობდა. ფორუმის წევრებს სიტყვით ლიბანის ტურიზმის მინისტრმა მიმართა.
„დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, დამსწრე საზოგადოებას ვესაუბრეთ იმ დიდი შესაძლებლობების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, ტურიზმის სექტორში საინვესტიციო კუთხით. ვისაუბრეთ ტურიზმის ზრდის დინამიკაზე და ორქვეყანას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ რომ საქართველოსა და ლიბანს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყოს.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველო-ლიბანის ბიზნეს ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით გაიმართა.
ბიზნეს ფორუმის ფარგლებში საქართველოს, 40-მდე ლიბანური კომპანია ეწვია. მათ შორის ტურიზმის, უძრავი ქონების, საფინანსო სექტორის წარმომადგენლები.დელეგაციის წევრებს შორის არიან: ლიბანის ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრები, ასევე დიპლომატიური მისიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნეს.