18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მუზეუმებში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც დამთვალიერებლებისთვის შესვლა უფასო იქნება. მთელი კვირის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებები – გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია – „ღამე მუზეუმში“ ჩატარდება და დამთვალიერებლებს მუზეუმები ღამის 1 საათამდე უმასპინძლებენ.
დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი იხილეთ ბმულებზე: