თბილისი – მანგლისის გზაზე 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით ხორციელდებოდა.
უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია: ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, ტროტუარების, წყალგამტარი მილების და ავტოპავილიონების მოწყობის სამუშაოები
განხორციელდება უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ, საგზაო ნიშნების, დამცავი ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა
წყარო: რა კეთდება