ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში წამყვანი ტურისტული კომპანიებისათვის პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს გაცნობითი პრეზენტაცია იაპონურ ენაზე გაიმართა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია. იაპონელ ტუროპერატორებს გადაეცათ საქართველოს
საპრომოციო მასალა.
ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო შემდეგი კომპანიები: Caucasus Travel, Visit Georgia, Minna Kuru Georgia, Arrival Travel და Adamo Hotel & BeTraveler.
ერთობლივი ტურისტული პაკეტების შექმნის მიზნით ღონისძიებაზე ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს იაპონელ კოლეგებთან.
იაპონური კომპანიებიდან პრეზენტაციას დაესწრნენ:
Intourist Japan-ის, Toyota tsusho corporation-ის, Latera International-ის წარმომადგენლები.
ტოკიოში ღონისძიება სამთვიანი პროექტის “Georgia Homeland of Wine”-ის ფარგლებში გაიმართა, რომელიც
ღვინის ეროვნული სააგენტოს და იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოეწყო.
სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 4 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იაპონიიდან საქართველოში 22.8%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.