ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში
მედიის წარმომადგენლებმა გურიაში, შეკვეთილში, მუსიკოსების პარკი დაათვალიერეს.
„მუსიკოსების პარკი” Black sea arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. პარკში გამოყოფილია სკვერები, სადაც ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ძეგლებია და მიმდებარე ტერიტორიაზე მათი სიმღერებისა და მუსიკის მოსმენაა შესაძლებელი.
ტურის მონაწილეებმა შეკვეთილში მინიატურების პარკი მოინახულეს. სადაც 50-მდე არქიტექტურული ძეგლის მინიატურაა წარმოდგენილი.
მინიატურებში ასახულია საქართველოს კულტურული შედევრები და ტურისტულად მიმზიდველი ისტორიული ძეგლები. კომპლექსი მოიცავს: პარკს, მინიატურებს და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განთავსებულია მინი ამფითეატრი.
შეკვეთილში მდებარე მინიატურების პარკი ჟურნალისტებთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა დაათვალიერა.