ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება
გზაზე სამუშაოები ბოლო 10 წელია არ ჩატარებულა, საფარი ძლიერ დაზიანებულია, არის მონაკვეთები სადაც საერთოდ აღარ არსებობს ასფალტის საფარი და ავტოტრანსპორტის გადაადგილება ხრეშოვან-ღორღოვან საფარზე ხდება.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფლებს, გორელოვკას და ჟდანოვს გაივლის და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება
აღნიშნული გზით სარგებლობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები, ასევე ხორციელდება სატრანზიტო გადაზიდვები
დაგეგემილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია,გაფართოვდება არსებული გზის სიგანე, რეაბილიტირდება 3 რკინაბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 808 673 ლარია
წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო