თბილისში, დამატებით 220 ერთეული 8 მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაზე ხელშეკრულება გაფორმდა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები თბილისში წლის ბოლოსთვის შემოვა.
8-მეტრიანი ავტობუსები აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, Wi Fi მოდემით, რომელიც Wi Fi-ს სიგნალით მთლიანი ავტობუსის დაფარვას უზრუნველყოფს.
ავტობუსები ISUZU-ს ფირმისაა.
წყარო: რა კეთდება