ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ტუროპერატორის “Pan Ukraine”-ს თანამონაწილეობით საქართველოში უკრაინიდან გაცნობითი ტური მოეწყო, სადაც უკრაინის სხვადასხვა ქალაქის ტურისტული კომპანიების 14 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
9 დღიანი ინფო-ტურის განმავლობაში უკრაინელმა სტუმრებმა თბილისი მცხეთა, სტეფანწმინდა, გორი, უფლისციხე, ვარძია, ახალციხე, წყალტუბო, ქუთაისი და ბათუმი მოინახულეს.
თბილისსა და ქუთაისში უკრაინელი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების შესახებ ისაუბრეს.