„ტურიზმის განვითარების ცენტრი“ სტუდენეტებისათვის სწავლის დაფინანსებას განაგრძობს

  • Home
  • მთავარი
  • „ტურიზმის განვითარების ცენტრი“ სტუდენეტებისათვის სწავლის დაფინანსებას განაგრძობს

რამდენიმე თვეა თბილისში გაიხსნა საგანმანათლებლო ტრენინგ ცენტრი – „ტურიზმის ორგანიზაცია“, რომელიც ორიენტირებულია ტურიზმით დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს სხვადასხვა პრაქტიკული კურსი. “ტურიზმის ორგანიზაციის“ ტრენინგები შედგენილია იმ საკვანძო საკითხებით, რომელიც XXI საუკუნის ტურიზმში ტრენდულია.

„ტურიზმის ორგანიზაციამ“ ამ მცირე დროში ჩაატარა რამდენიმე მოთხოვნადი და საინტერესო ტრენინგი, მათ შორის ტურ-მენეჯერის მოსამზადებელი კურსი გამყვან ტურიზმში, რომელზეც დაწყებულია მეორე ჯგუფის დაკომპლექტება. აღნიშნული ტრენინგი დაიწყება 6 მაისს და გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში.

 

კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ პრაქტიკულ სამუშაოში, რაც საშუალებას მისცემთ მონაწილეებს მაქსიმალურად პროდუქტიული გახადონ მიღებული ცოდნა.
აღსანიშნავია, რომ კურსს გაუძღვებიან გამყვან ტურიზმში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ტრენერები. ტრენერები წარმოადგენენ ამ სფეროში არსებულ ლიდერ კომპანიებს, როგორებიცაა: გუდ თრეველი, კაპიტან პლიუსი და ვია თრეველი. მათ გარდა მოწვეულნი იქნებიან საქართველოში მოქმედი ტურ ოპერატორები.

ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით „ტურიზმის ორგანიზაცია“ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ხარისხიან ცოდნას, რომელიც შემდგომში მათ კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს.


„ტურიზმის განვითარების ცენტრი“ კი, კვლავ განაგრძობს „ტურიზმის ორგანიზაციის“ ტრენინგების დაფინანსებას სტუდენტებისათვის, რომელიც მთლიანი ღირებულების 20% – ს გულისხმობს.
„ტურიზმის განვითარების ცენტრი“ ორიენტირებულია სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი ცოდნა ტურიზმის სფეროში, რათა არსებული ბაზარი გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი.

ტრენინგი ჩატარდება თანამედროვე სივრცეში – ჰაბინეტში.

ზემოთ აღნიშნული ტრენინგის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე – https://to.edu.ge/courses/outgoing-tour-operator-2/

● +995 32 24 24 1 24
● +995 598 74 74 54
● მისამართი: მელიქიშვილის N17-19
info@to.edu.ge
www.to.edu.ge

Tags: