აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ
ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ ისინი ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ხვდებიან და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრის შემდეგ უკრაინელი სტუმრები ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ქედის მუნიციპალიტეტს ესტუმრებიან. საოჯახო მარნებში მათთვის ფოლკლორ შოუ და ადგილობრივი სამზარეულოს დეგუსტაცია გაიმართება. ინფოტურის მონაწილეები აჭარას 15 აპრილს დატოვებენ.
წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამებტი