ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან ITB Berlin-ის მმართველ მენეჯერებს უმასპინძლა.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენა-ბაზრობის ხელმძღვანელ პირებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს 2022 წელს აღნიშნული გამოფენის ფარგლებში საქართველოსთვის გამოფენის ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით.
„ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რადგან პირველად მოხდება საქართველოს წარდგენა ასეთ მასშტაბურ გამოფენაზე, როგორც მასპინძელი ქვეყანა, ეს ხელსშეუწყობს ცნობადობის გაზრდას მსოფლიო მასშტაბით და მოიზიდავს მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს საქართველოში.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა