კომპანია „Changan”-მა, რომელიც მსოფლიოში ელექტრომობილების მწარმოებელი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში აშენდეს. “Changan”-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა “ვოლვო”, “ფოლკსვაგენი” და „ფორდი”. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქარხანა ქუთაისში აშენდება.
ქარხანაში დამზადდება ოთხი მოდელის ავტომობილი და საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia – ევროპულ ბაზარზე საქართველოდან მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.
წყარო: რა კეთდება