ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თურქეთის სხვადახვა ტურისტული კომპანიების 10 წარმომადგენელი საქართველოს ეწვია.
ინფო-ტურის ფარგლებში თურქი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების შესახებ ისაუბრეს.
2019 წლის იანვარში თბილისსა და თურქეთის დედაქალაქ ანკარას შორის პირდაპირი ავიარეისი დაინიშნა,რომელსაც “თურქეთის ავიახაზები” ასრულებს.
ინფო-ტური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების” თანამონაწილეობით გაიმართა.