საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და რადიო-გიდის ინიციატივით უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ახალი პროექტი ამოქმედდა – ტურისტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მიმღებ-გადამცემი მოწყობილობის საშუალებით გაეცნონ უფლისციხის ისტორიას, ურიგდებათ შესაბამისი აპარატურა – რადიო-გიდი.
ეს არის საექსკურსიო აპარატურა,ინდივიდუალური მოწყობილობა ტურისტებისთვის და გიდებისთვის,რომელიც კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის ექსკურსიის პროცესს ორივე მონაწილისთვის. ასევე, რადიო-გიდის საშუალებით ისინი მარტვად შეძლებენ თითქმის 4 ჰექტარზე არსებული ნაკრძალის ტერიტორიის დათვალიერებას.
ერთი მიმღების საფასური შეადგენს 3 ლარს. საფასურის გადახდას მოახდენთ ადგილზე. ა
წყარო: კულტურული მემკვიდრეობა