ქობულეთში უპრეცენდენტო მასშტაბის, ნახევარ მილიარდიანი პროექტის – “მწვანე ქალაქის” მშენებლობა იწყება, რაც აჭარაში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა.
პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს.
მშენებლობისას და ოპერირებისას დასაქმებული იქნება 500 ადამიანი.
პროექტს კომპანია “გრინ რეზორთი” ახორციელებს.
წყარო: რა კეთდება