ლეგენდარულმა წამყვანებმა საქართველოს სხვადასხვა მხარეში იმოგზაურეს.
გადაღებები ბათუმში, გორში, ხურვალეთში, რუსთავსა და თბილისში მიმდინარეობდა. Grand Tour-ის წამყვანებმა საქართველო Bentley-ით, BMW-ითი და Aston Martin-ით შემოიარეს.
სატელევიზიო შოუ Grand Tour 2016 წლიდან Amazon Prime-ის საშუალებით ვრცელდება. 2015 წლამდე ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი BBC-ზე გადაცემა Top Gear-ის წამყვანები იყვნენ.
Amazon Prime-ზე ლეგენდარული წამყვანების გადაცემას Grand Tour-ს 500 მილიონი მაყურებელი ჰყავს. გადაცემა განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში.