ფონიჭალაში, თბილისი-მარნეულის დამაკავშირებელი ექვსკილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დღეს აღნიშნული ტერიტორია უკვე მთლიანად არის მოწესრიგებული. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, დაირგო ხე-მცენარეები. ამ ეტაპზე, საგზაო მონიშვნების დახაზვაა დარჩენილი, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება და რეაბილიტაცია მთლიანად იქნება დასრულებული.
სამუშაოების ფარგლებში, ათი მეტრი სიგანის ექვსკილომეტრიან გზატკეცილზე გზის საფუძველი გამოიცვალა და ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო გვერდულები. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, სავალ ნაწილებს შორის ბეტონის ბორდიურით გამყოფი გაზონი და კიუვეტები მოეწყობა.
წყარო: რა კეთდება