The Times-ის, National Geographic-ის, ასევე პოპულარული სამოგზაურო და სამთო ტურისტული ჟურნალების Snow-Forecast.com-ის, InTheSnow Magazine-ისა და Mpora-ს ჟურნალისტებმა სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ მოინახულეს.
მედიატურის წარმომადგენლები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, მთის კურორტების მართვის სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სტუმრობდნენ. კურორტ გოდერძის გარდა სპორტულმა ჟურნალისტებმა გუდაური, სვანეთში ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტები დაათვალიერეს. წამყვან ბრიტანულ გამოცემებში საქართველოს მთის კურორტების შესახებ მომზადებული სტატიები და რეპორტაჟები ტურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი