მსოფლიოში ცნობილი მზარეულების საერთაშორისო ქსელი „Cook Concern“ საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალით დაინტერესდა.
„Cook Concern“ დოკუმენტურ ფილმების სერიალს იღებს “10 Days Abroad! Exploring the soul of a country – one bite at a time.” სადაც ერთ-ერთი სერია საქართველოს დაეთმობა. დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტურისტული მიმართულებები, კულტურა, ეკოლოგია და კულინარია.
დოკუმენტურ ფილმზე გამოცდილი რეჟისორები მუშაობენ, რომლებიც წლების განმავლობაში ჰოლივუდის სხვადასხვა პროექტში იყვნენ ჩართულები.
გადამღები ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს და ქვეყნის კულინარიას და გასტრონომიულ ტრადიციებს გაეცნენ.
გადამღები ჯგუფის წევრებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მარიამ ქვრივიშვილთან ინტერვიუ ჩაწერეს.
ფილმის ავტორები დოკუმენტურ სერიებს Netflix-ს და Amazon-ს შესთავაზებენ.
„Cook Concern“-ს საქართველოში კომპანია Kartveli Tours“-მასპინძლობს.