გუდაურმა FIS-ის ეგიდით გამართულ სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლა

  • Home
  • მთავარი
  • გუდაურმა FIS-ის ეგიდით გამართულ სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლა

გუდაურმა FIS-ის ეგიდით გამართულ სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლა8 ,9 ,10 მარტს, გუდაურში, საერთაშორისო სათხილამურო ფედრაციის (FIS) ეგიდით, ევროპის თასის ეტაპები გაიმართა სნოუბორდ კროსში,რომელიც სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინაა და სნოუბორდ კროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდოულად დაშვებას გულისხმობს.

შეჯიბრში 14 ქვეყნის, მათ შორის: ავსტრიის, შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის 62 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული შეჯიბრი ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება ბაკურიანში. წლევანდელი საერთაშორისო ეტაპის წარმატებით ჩატარება, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია სპორტის ამ სახეობის ყველა გულშემატკივარისთვის.

შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების პარტნიორი კომპანია „სილქნეტია“, რომელიც 2008 წლიდან ფედერაციის გენერალური სპონსორია.

წყარო: საქართველოს მთის კურორტები

Tags: