აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მათ ორივე უწყების მიერ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, სერვისის გაუმჯობესებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით განსახორციელებელი სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიები განიხილეს. ისინი ასევე, შეეხნენ ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებსაც.
სულხან ღლონტმა განსაკუთრებული ყურადღება 2019 წელს, 16 სამიზნე ქვეყანაში აჭარის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ სარეკლამო კამპანიებსა და ამ კუთხით დეპარტამენტის სტრატეგიაზე გაამახვილა.
მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მთავარი პრიორიტეტები სერვისის გაუმჯობესება, მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და რეგიონში ტურისტების მოზიდვა იქნება.
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი