სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ეს საქართველოს მასშტაბით უკვე 63-ე ცენტრია, რომლებსაც რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი ახალი ცენტრი დაემატება ტყიბულში.
საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდები და მოზარდები ამავდროულად უახლესი ტექნიკით, თანამედროვე სტანდარტების ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, შეხვედრების ოთახით და უფასო ინტერნეტით სარგებლობას შეძლებენ.
საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ყველა რეგიონის თანაბრად განვითარებაა. საზოგადოებრივი ცენტრის ქონა ნებისმიერი სოფლისთვის მნიშვნელოვანია. მათი შექმნის იდეა კი, სწორედ იმას ემსახურება, რომ რეგიონებში რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ შეძლოს ყველა საჭირო სერვისით სარგებლობა.
წყარო: ქართული ოცნება