ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ დაათვალიერა.
ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1000 – 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.