2019 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 6,25 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული
შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ფიქსირდება 22%-იანი ზრდა
ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 15,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 33%-ით მეტია.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის
სტრატეგიულ ბაზრებზე:
• პოლონეთი – 52% (268724)
• ჩინეთი – 12% (281229)
• აშშ – 1639% (62609)
• დიდი ბრიტანეთი – 110% (7800)
ევროპის მიმართულებით:
• გერმანია – 235% (63210)
• შვედეთი – 100% (9000)
• ბულგარეთი – 6% (4500)
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია:
• რუსეთი (4602218),
• უკრაინა (553164),
• ჩინეთი (281229)
• პოლონეთი (268724)
• ყაზახეთი (156120)
მსოფლიოს 9 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 109%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 5 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,4 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 2% შეადგინა.