აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე გადამფრენ მფრინველებზე დაკვირვების თანამედროვე სტანდარტების ღია სადგური და ტურისტების დასვენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ამ ეტაპზე ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად გადახურვის ფილის არმირება და ეზოს კეთილმოწყობა ხორციელდება. უკვე დასრულებულია ბილიკების საფეხურების მონტაჟი.
სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მოადგილე არჩილ ვანაძესთან და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
“აჭარისადამი უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების ინტერესი წლიდან-წლამდე მზარდია, ინვესტიციების საერთო მოცულობაში ტურიზმი ასევე წამყვანი სფეროა. სახალვაშო გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია და ახალი ინფრასტრუქტურა ტერიტორიის ცნობადობას გაზრდის. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ აჭარაში ტურიზმის განვითარებას, ტურისტებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას, ახალი საზოგადოებრივი სივრცეების გაჩენას, რაც ბუნებრივია სხვა მომიჯნავე სექტორების განვითარებას წაახალისებს. შედეგად კი ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო ჯანსაღ ეკონომიკური პროცესებს აჭარაში”- განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.
სახალვაშოში საპიკნიკე დასასვენებელი ცენტრის მოწყობა მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დასასვენებელი საპიკნიკე ადგილების მოწყობის პროექტს აჭარაში ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ სულ 3 ლოკაციაზე: ნენიაში, სახალვაშოსა და დანდალოში ახორციელებს.