ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “FITUR 2019” მიიღო მონაწილეობა.
5 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან, გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველ ვიდეო რგოლებს, ვირტუალური რეალობის სათვალეების VR-ის მეშვეობით კი ვირტუალურად ემოგზაურათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციაც.
საქართველოს სტენდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დაათვალიერეს.
მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარდგენილები იყვნენ: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი. გამოფენაზე მონაწილეობდნენ ქართული ტურისტული კომპანიები: Visit Georgia, Caucasus Travel, Omnes Tour, Georgian Discovery Tours, Destination Georgia, Mimino Travel, Concord Travel, Promethea Voyages, Explorer
მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. გამოფენაზე 165 ქვეყნიდან 10 ათასზე მეტი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი, ხოლო ვიზიტორთა რიცხვმა 140 ათასს გადააჭარბა.