14 იანვარი, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან ერთად აღნიშნა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ილია ხატიაშვილმა სახელმწიფო სიმბოლიკასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რის შემდეგაც მერიის წინ დროშა საზეიმოდ აღმართეს.
სახელმწიფო დროშები როგორც ორგანიზაციებმა, ასევე რიგითმა მოქალაქეებმა, თანამდებობის პირებმა, მათ შორის სიღნაღის მერმა, გიორგი გოგილაშვილმაც გამოფინეს.
„სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, მისი სულისკვეთებისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად, საქართველომ დაიბრუნა დროშა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს სიმბოლო,”-ნათქვამია საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.
წყარო: სიღნაღის მუნიციპალიტეტი