ტგც გიდობის მსურველ სტუდენტებს დაუფინანსებს 20%-ს

  • Home
  • მთავარი
  • ტგც გიდობის მსურველ სტუდენტებს დაუფინანსებს 20%-ს

ტურიზმის ორგანიზაციამ გიდის მოსამზადებელი კურსის მეორე ეტაპზე მიღება დაიწყო!

ყველა სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს გახდეს წარმატებული/პროფესიონალი გიდი (ექსკურსია-მძღოლი), ტურიზმის განვითარების ცენტრი დავუფინანსებთ კურსის ღირებულების 20 %-ს!

ტურიზმის ორგანიზაცია წარმოადგენს ტრენინგ ცენტრს, რომელიც მიზნად ისახავს პრაქტიკული და თანამედროვე სწავლის მეთოდებით ტურიზმის სფეროში მუშაობით დაინტერესებული პირების მომზადებას და ხელშეწყობას მათ შემდგომ დასაქმებაში.

კურსდამთავრებულებს შეეძლებათ ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების მართვა და კონტროლი, ტურის სწორად შედგენა, ტურის ხარჯთაღრიცხვა და გათვლა.

ტრენინგზე ძირითადი ყურადღება დაეთმობა მხოლოდ იმ საკვანძო საკითხებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიონალ გიდად ჩამოყალიბებისთვის:
• უნარ-ჩვევების განვითარება
• პრაქტიკული მაგალითები
• ტრენერები არიან როგორც თეორიკოსები, ასევე პრაქტიკოსები, აქვთ ხანგრძლივი, 15-20 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.

სწავლების მეთოდები:
• პრაქტიკული მუშაობის მეთოდი;
• ინტერაქტიული ლექცია;
• სემინარი;
• ვერბალური მეთოდი;
• დემონსტრირების მეთოდი;
• შემთხვევის ანალიზი;
• პრეზენტაცია;
• ჯგუფური მუშაობის მეთოდი;
• როლური თამაშები;
• დისკუსია/დებატები;

ძირითადი თემები და განსახორციელებელი აქტივობები
• პროფესია გიდი, გიდის უნარ-ჩვევები, თვისებები
• ტური – ტურის ჩატარება, მართვა, კონტროლი
• ტურების სახეობები
• მუშაობა მომწოდებლებთან
• ურთიერთობების ფსიქოლოგია
• პრაქტიკული გასვლითი ტურები: საფეხმავლო და ტრანსპორტით და ხსვა სპეციფიური საკითხები

კურსდამთავრებულებს გადაეცემათ “ტურიზმის ორგანიზაციის” მიერ გაცემული სერტიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენაზე.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაეწევათ რეკომენდაცია წამყვან ტურისტულ კომპანიებში.

ტრენინგები ჩატარდება ახალ თანამედროვე ტრენინგ-სივრცე ჰაბინეტი • Habinet – ში.

კურსის ტრენერები არიან: ინგა ბელოვა, ქრისტინა პაპუნაშვილი

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: გიდის მოსამზადებელი კურსი 2

კურსზე ჩაწერა/რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს – http://bit.ly/2QLFUrC

● +995 32 24 24 1 24
● +995 598 74 74 54
● მისამართი: მელიქიშვილის N17-19
● info@to.edu.ge
● www.to.edu.ge

Tags: