აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ჰოლანდიაში, უტრეხტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. „Vakantie Beurs 2019” -ზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პირველად მონაწილეობს და გამოფენაზე ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთადაა წარმოდგენილი.
უტრეხტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიებაა ევროპაში. მასში 119 ქვეყნის 1,130 კომპანია და ტურისტული ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენა საშუალოდ 105 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს.
გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამომავლო თანამშრომლობის მიზნით საქმიან შეხვედრებს მართავს საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან, ორგანიზაციებთან და სარეკლამო კომპანიებთან. გამოფენა 9 იანვარს გაიხსნა და 13 იანვარს დასრულდება.
წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი