ქართული ხაჭაპური მსოფლიოს ბოლო დროის საუკეთესო კერძების ტოპ 100-ეულში, პირველ ადგილზეა.
TasteAtlas არის პროექტი რომელის მისიაა მსოფლიოს კერძების და მათი ინგრედიენტების შეგროვება და გადარჩენა, რადგან უძველესი რეცეპტები დავიწყებას არ მიეცეს და გადაეცეს თაობიდან თაობას.
მსოფლიოს კერძების ატლასის სიაში ქართულ კერძებს საკმაოდ ხშირად შევხვდებით, თუმცა ამჯერად ხაჭაპური მსოფლიოს პოპულარული კერძების რეინტინგში პირველ ადგილზეა.
“ხაჭაპური საქართველოში ყველაზე პოპულარული კერძია. თქვენ შეხვდებით ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობას, სხვადასხვა რეცეპტით, რომელიც ასევე სხვადასხვა სახეობის ყველით მზადდება. მათგან ყველაზე გავრცელებული სახეობა კი იმერული და აჭარული ხაჭაპურია.” – ვკითხულობთ კერძის აღწერაში.
იხილეთ სტატიის ორიგინალი აქ: TasteAtlas