რა პროცედურებს გადის მგზავრი აეროპორტში, სანამ თვითმფრინავში ჩაჯდება – ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა ერთი დღით ბაღდადის #2 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
სკოლის მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ აეროპორტის მუშაობის სპეციფიკას. როგორ მუშაობს აეაროპორტში სარეგისტრაციო დახლი, როგორ მოქმედებს მგზავრთა შემოწმებისას უსაფრთხოების კუთხით საავიაციო უშიშროების განყოფილება და საიდან ხდება ბარგის მიღება-განაწილება თვითმფრინავში ატანამდე.
ბაღდათის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებარე ტერმინალი სამგზავრო ტერმინალი დაათვალიერეს და ბაქანზე გავიდნენ.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მოსწავლეებთან ერთად ბაღდათის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მანანა კაპეტივაძე იმყოფებოდა. მოსწავლეებმა მისი დახმარებით სიმულაციური რეგისტრაცია ინგლისურ ენაზე გაიარეს.