ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ღვინის თემატიკაზე მომუშავე გიდებს ტრენინგი ჩაუტარდათ. „ღვინო და კულინარიის “ შემსწავლელი კურსი 100-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. სწავლების მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.
ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავდა:
1. ღვინის და ვაზის ისტორია.
2. თანამედროვე ტენდეციები ქართულ კულინარიაში და გამჭვირვალე სამზარეულო.
3. ღვინის არომატები და დაგემოვნება.
4. ღვინის ტურიზმი და მისი პერსპექტივები საქართველოში
ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით უფასო ტრენინგებს ატარებს. გასულ წელს ტურიზმის სფეროში დასაქმებული 1300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა, მათ შორის: გიდები, განთავსების და კვების ობიექტების თანამშრომლები.