საბაგიროები
გუდაურში სრულიად გამოიცვალა პირველი (I), სოლიკოს (II) და კუდების საბაგიროები,რომელიც ჩანაცვლდა ,,Doppelmayer”-ის ფირმის ახალი საბაგიროებით
სასრიალო არეალი 20%-ით გაიზრდა
პირველ, მეორე და კუდების საბაგიროზე დამონტაჟდა 6 კაციანი ,,ბაბლის” ტიპის საბაგირო ქარ-დამცავით
კობი – გუდაურის ახალი საბაგირო
,,Poma – ს” ფირმის ყველაზე გრძელი საბაგირო 6 სადგურით, რომლის გამტარიანობა საათში 2800 მგზავრს მოემსახურება და მისი სიგრძე 7,5 მ შეადგენს
საბაგირო # 9 – საბაგიროს მდებარეობა – სიგრძე 1992 მ
საბაგირო #10 – საბაგიროს მდებარეობა – სიგრძე 2275 მ
საბაგირო #11 – საბაგიროს მდებარეობა – სიგრძე 2837 მ
საბაგიროს მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს და დასრულდება 2019 წლისთვის
ხელოვნური ტბა
კურორტზე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018/19 წლის სეზონისთვის დასრულებულდება.
შენდება 100 000 კუბიანი ხელოვნური წყლის რეზერვუარი რომლის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია, ამ ტბის დახმარებით, მომავალ წელს კურორტს ექნება 24 საათიანი წყლის მომარაგების სისტემა.
ასევე არსებული ტბა მოემსახურება ხელოვნურ გათოვლიანებას,რომელიც 2019 წლისთვის დასრულდება
ხელოვნური გათოვლიანება
ხელოვნური გათოვლიანების მე-2 ფაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ გუდაურს ექნება
ორი ტიპის “ თოვლის თოფი”
78 ცალი ჩვეულებრივი და 3 ცალი თოვლის გამფრქვევი აპარატი -ე.წ,,ზარბაზანი”
ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზას იტალიური კომპანია,,TechnoAlpine” განახორციელებს
ზვავების მართვის სისტემა
ზვავების მართვის დამონტაჟების სისტემა არის უმთავრესი ელემენტი,რომელიც თავიდან აგვაცილებს და შეამცირებს ზვავში მოყოლის რისკებს.
ზვავსაშიში ადგილები,სპეციალური ასაფეთქებელი პნევმატური გამშვებით დაიშლება.
სამომავლო პროექტი
2018 წლის მაისში საბერძნეთში გამართულ კენჭისყრაზე, საქართველომ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა მოიპოვა, თავისუფალი სტილით სრიალსა და სნოუბორდში.
მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, საქართველოს ეროვნულმა სათხილამურო ფედერაციამ, მსოფლიო სათხილამურო ფედერაციასთან და იტალიელ ექსპერტებთან ერთად 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადება დაიწყო
გუდაურსა და ბაკურიანში სათხილამურო არეალების გენერალური გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.
წყარო: gudauri.ski