ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მარკირებული საფეხმავლო ბილიკების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.
საგანმანათლებლო ვიდეო რგოლი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-თან თანამშრომლობით მომზადდა.
7 წუთიან ვიდეორგოლში დეტალური ინფორმაციაა მონიშნული ბილიკების შესახებ, რომელიც მოგზაურს გადაადგილებასა და საჭირო ცნობების მიღებაში დაეხმარება.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს 8 რეგიონი შეისწავლა და 190-მდე საფეხმავლო ბილიკი მოიკვლია. მალე დასრულდება პანკისის ხეობის 12 და ზემო სვანეთის 35 ბილიკის შესწავლაც.
მოკვლევის პარალელურად ხდება ბილიკების მონიშვნა. 2016-2017 წლებში, სამეგრელო – ზემო სვანეთისა და რაჭა ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის რეგიონებში მოინიშნა და ინფრასტრუქტურულად მოეწყო 33 ბილიკი და შეიქმნა 60-ზე მეტი მარშრუტი, რომელთა საერთო სიგრძემ 722 კმ. შეადგინა.
ყველა ბილიკი ქართული, ეროვნული სტანდარტის მიხედვით მოინიშნა, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციის და პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით შეიქმნა.
ინფორმაცია მონიშნული ბილიკების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საერთაშორისო პორტალზე: https://www.wikiloc.com/wikiloc/user.do?id=3629695
ვიდეორგოლის სანახავად ეწვიეთ ჩვენს გვერდს:
ეროვნული სტანდარტის გასაცნობად ეწვიეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გვერდს: