საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს სამხრეთ კორეიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრნენ. ინფო-ტურის ფარგლებში 11 კორეელი ტუროპერატორი საქართველოს სხვადასხვა მხარეში იმყოფებოდა. ტუროპერატორები საქართველოს კურორტებს და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. თბილისში სამხრეთ კორეელი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. სამხრეთ კორეელი ტუროპერატორები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართული კულინარიით, სამთო კურორტებითა და გამაჯანსაღებელი ცენტრებით.
სტატისტიკური მონაცემებით , 2018 წლის 9 თვეში, სამხრეთ კორეიდან საქართველოში 11 ათასამდე საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 134%-ით მეტია.