საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2018 წელს დასრულდა მესტიაში, ხერგიანი სერგოს მაჩუბის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი.
შესრულებული სამუშაოების შედეგად ჯერ დაიშალა და შემდეგ მოეწყო გადახურვა ხის კონსტრუქციებით , შეივსო გამოფიტული ქვის წყობა, მოეწყო სართულშუა გადახურვა , გადასასვლელი კიბის ხის კონსტრუქციები, ყავრის სახურავი, რკინა-ბეტონის ფარული სარტყელი და ახალი კედელი კირ-ცემენტის ხსნარზე.
სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 – მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.