მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა ომამდელი ავტომობილების რალის უმასპინძლა.
რალიში მონაწილე 29 ავტომობილი მეორე მსოფლიო ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი 1922 წლის გამოშვება Vauxhal-ია ხოლო ყველაზე ,,ახალგაზრდა“ 1951 წლის გამოშვება იაგუარი.
მესტიის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე განლაგებულ 29 უნიკალური მანქანის მძღოლს, წესების მიხედვით, თვალახვეულებს ბარიერისთვის უკუსვლით უნდა შემოევლოთ და გადაეკვეთათ ფინიშის ხაზი, მიმართულებას კი მათ ე.წ. შტურმანი კარნახობდა.
კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით ‘’Peaks of the Caucasus“ საქართველოში 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება. რალის მონაწილეები მესტიის აეროპორტამდე ამბროლაურის აეროპორტში იმყოფებოდნენ.
უნიკალური რალის მონაწილეები ჯამში საქართველოს თითოეულ კუთხეს მოივლიან და 2250 კილომეტრს დაფარავენ.
წყარო: მესტიის აეროპორტი