ახალი ტრენინგ ცენტრი “ტურიზმის ორგანიზაცია” ტურიზმის სფეროში ტრენინგებს იწყებს.
პირველი კურსი “გამყვანი ტურიზმის პრაქტიკული კურსის” ტრენინგით იწყება.
ტურიზმის ორგანიზაცია წარმოადგენს ტრენინგ ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე, მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით.
ორგანიზაცია მიზნად ისახავს ტურიზმის სფეროში მუშაობით დაინტერესებული პირების მომზადებას პრაქტიკული და თანამედროვე სწავლის მეთოდებით და შემდგომ მათი დასაქმების ხელშეწყობას.
დაინტერესებული პირები შეძლებენ უმოკლეს პერიოდში შეისწავლონ ის მთავარი საკვანძო საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ტურისტულ სფეროში მუშაობის დაწყებასა და პროფესიონალ კადრად ჩამოყალიბებისათვის.
ტრენინგის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ როგორც ტურიზმის სფეროდან მოწვეული სტუმრები, ასევე საერთაშორისო ტურისტული კომპანიებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლები.
ტრენერები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით, რაც აუცილებელია ტურიზმის კონკრეტული მიმართულებების ოპტიმალური მართვისთვის.
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ “ტურიზმის ორგანიზაციის” მიერ გაცემული სერტიფიკატი, ხოლო წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაეწევათ რეკომენდაცია და მიეცემათ საშუალება დასაქმდნენ ტურისტულ კომპანიებში.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგზე დასწრება/შერჩევა ხდება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.
კურსის ტრენერები არიან:
გუდ თრეველი: – ნათია იმესაშვილი (10 წელი ტურიზში)
ვია თრეველი: – ნინო ასტახიშვილი (16 წელი ტურიზმში)
კაპიტან + : – ანა კირკიტაძე (11 წელი ტურიზმში)
ტრენინგები დაიწყება 30 ოქტომბრიდან.
ტრენინგები გაიმართება ახალ და თანამედროვე ტრენინგ-სივრცე ჰაბინეტში, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში.
მისამართი: მელიქიშვილის გამზირი N17-19
კურსზე ჩაწერა ხდება წინასწარი რეგისტრაციით.
რეგისტრაციის გასავლელაად ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/B6ZXVV
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2Cp5iA4