2018 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებულია 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (ზრდა +13%).
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია:
•რუსეთი (37 064 677);
•უკრაინა (6 746 598);
•ჩინეთი (4 821 937);
•ყაზახეთი (2 658 224);
•პოლონეთი (2 465 541).
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:
•იაპონია – 68% (172 673);
•პოლონეთი – 32% (2 465 541);
•დიდი ბრიტანეთი – 22% (67 310);
ექსპორტი გაზრდილია, ასევე, ევროპისა და ამერიკის მიმართულებით:
•რუმინეთი – 390% (84 654);
•ჩეხეთი – 69% (31 050);
•ნიდერლანდები – 46% (60 309);
•გერმანია – 22% (349 216);
•ლიეტუვა – 18% (331 620);
•ესტონეთი – 16% (420 704);
•კანადა – 13% (119 418);
•საფრანგეთი – 11% (107 126);
•ლატვია – 9% (1 245 324).
ექსპორტი გაზრდილია, ასევე, ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით:
•თურქმენეთი – 80% (120 294);
•ყირგიზეთი – 54% (179 610);
•ყაზახეთი – 30% (2 658 224);
•მონღოლეთი – 44% (162 390);
•უკრაინა – 27% (6 746 598);
•ბელარუსი 13% (1 188 822);
•რუსეთი – 11% (37 064 677);
•სხვა.
ამასთან, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13.5 მლნ ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის 9 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 27.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 10% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 287 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 96%. სულ ექსპორტირებულია 824 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 88%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 222.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს.
წყარო: საქართველოს მთავრობა