რეპორტაჟი სტოკჰოლმის ქალაქიდან ( ნაწყვეტი)

  • Home
  • ბლოგები
  • რეპორტაჟი სტოკჰოლმის ქალაქიდან ( ნაწყვეტი)

  თუ სათქმელი გაქვს და ვაიფაის ეძებ იმისათვის რომ შენი გულისნადები გაუზიარო მკითხველს, არა აქვს მნიშვნელობა სად ხარ, რამეს მაინც მოახერხებ.იპოვი პატარა,საყვარელ კაფეს ღია ცის ქვეშ და აუცილებლაად დაწერ. კაფე Marapravigongen უფასო ვაიფაი, უგემრიელესი კოქტეილები და ნამცხვრები აქვთ.წერისთვის და შთაბეჭდილებებისთვის საუკეთესო ადგილია.შოკოლადის ნამცხვარს ვუკვეთავ კოქტეილთან ერთად,რომელიც ბურბონით მზადდება და ვერანდაზე ვჯდები.ამინდი საოცარია.სექტემბრის თბილი დღე და ალაგ – ალაგ შეფერილი ფოთლები ჯადოსნურ სულს აღვიძებს ჩემში,ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა სახლში ხარ თუ სტოკჰოლმში,წერა ასეთ დროს ჩემი საყვარელი საქმიანობაა.კაფეში სადაც ახლა ვარ ძირითადად მარტოხელები იკრიბებიან.აი რაზე საუბრობენ ისინი.ამინდზე,პოლიტიკაზე,კერძებზე,სულის ტკივილებს ესენიც მალავენ,ამიტომ ვგავართ ადამიანები ერთმანეთს.შუა დღისთვის როზენდალს ვესტუმრები.დავკრიფავ ხილს,ყვავილებს.მივირთმევ ლანჩს,სალათს,შვედურ ტრადიციულ ნამცხვარს.წავიკითხავ წიგნებს,შევიძენ მურაბას და სასტუმროში დავბრუნდები.არ იფიქროთ რომ გამორჩეული ადამიანი ვარ ,რომ მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობ, ყველაფერი რის შესახებადაც ვწერ ტბებმა აირეკლეს ოდესღაც ჩემს სულში და ახლა კი ყველაფრის სიტყვებით გადმოცემას ვცდილობ..არ არის ადვილი საქმე,სულში უფრო ბევრი რამე რჩება,რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ.მეც ჩემი იდუმალება მაქვს.

***

დილით თვალი,რომ გავახილე ღმრად ჩავისუნთქე ფანჯრიდან შემომავალი ჰაერის თბილი სუნთქვა,თეთრი მკლავიანი მაისური გადავიცვი და ძალიან სწრაფად მივედი ფანჯარასთან.ასეთ მყუდრო სასტუმროში პირველად ვარ,ფანჯრებიდან ჩანს მთები და მათ შორის ჩამომავალი მდინარე,მე კი ზღაპრული პრინცესა ვარ,რომელმაც არც კი ვიცი რით დავიმსახურე რომ ყოველ დილით ასე ვიღვიძებდე…ვემზადები და შემოდგომის თბილი დღით სავსე სასტუმროდან გავდივარ.ძალიან მიყვარს სიტზე სიარული.აქ არის შოუ- რუმები,გალერეები,კაფე – ბარები,სავაჭრო ცენტრები და აქ ყოფნა მავიწყებს რომ ჩემი სული შორეული სიძველის საწყისია,მავიწყდება ისიც რომ ავად ყოფნას ვებრძოდი წინა თვეებში და ბედნიერ წუთებს ვგრძნობ.ვინ იცის იქნებ მეკუთვნის დაივიწყოს ყველა სირთულე ჩემმა სულმა და უბრალოდ იხეტიალოს სტოკჰოლმის ქუჩებში, თუ ეს მომარჩენს კარგი იქნება.ახლა უჩვეულოდ გამოვიყურები.ჩემი ხელით შეკერილი ჯინსის ქურთუქი მაცვია,რომელსაც ჯიბეების ნაცვლად კუბოკრული ნაჭერი აქვს გამოკერებული ორივე მხარეს,კუბოკრული ცისფერი ფერია,ქურთუქს არა აქვს საყელო და მაჯებზეც ცისფერი კანტებით არის შეკრული.ეს ქურთუკი ჩემს ატელიეში შევკერე,ქალაქს უხდება ძალიან…რა თქმა უნდა ვპოულობ პატარა მყუდრო კაფეს,რომელიც მწვანე ტბის ზედაპირზეა აშენებული და ინტერიერს ფოტოებს ვუღებ.ტბის ის მხარე რომელზეც კაფე არ დგას მწვანეა და მასში დაცურავენ გედები,ჩემი სულის მოგზაური მეგობრები.მათთან სალაპარაკო ბევრი მაქვს.მაგიდაზე დგას ბოთლით შნაპსი,რომელიც კალათებში აწყვია.მე ნაყინს ვუკვეთავ და კაპუჩინოს..ხელფასს ასეთი ბედნიერებისთვის ინგლისურენოვანი გამოცემა მიხდის,სადაც ვაქვეყნებ სტატიებს სავაჭრო სისტემის შესახებ.ეს ჩემი გატაცება არ არის,მაგრამ მიყვარს ჩემი საქმე.და ალბათ თქვენც ფიქრობთ ასეთი მოგზაურობის დროს რა არის ჩემი მიზანი? რამდენიმე სიტყვით ვერ გადმოვცემ…ეს გაქცევაა ჩემი სულიდან,გაქცევაა ჩემი ყოველდღიური სიტყვებიდან და სურვილია ვიპოვო უსასრულო სივრცე სადაც დავასახლებ ჩემს სულს..ალბათ ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის,რადგან სული მხოლოდ სამშობლოში იპოვის ასეთ სივრცეს,მაგრამმაინც მაინტერესებს რას ვეძებთ შორეულ ქვეყნებში,როცა მივდივართ…სტოკჰოლმში ყველა მიღიმის.