ენგურჰესის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი დასრულებულია

  • Home
  • მთავარი
  • ენგურჰესის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი დასრულებულია

სს ‘’საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის’’ შვილობილი კომპანია შპს ‘’ენგურის ტურისტული ცენტრის’’ მიერ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარე ენგურის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო სამუშაოები განხორციელდა.

პროექტში ასევე ჩართულები არიან სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“ და შპს ‘’ენგურჰესი’’.

საპროექტო სამუშოები შესრულებულია ესტონური კომპანია „კოკო არქიტექტორების” მიერ.

ენგურის კაშხალზე მსოფლიო დონის სანახაობის შექმნა იგეგმება. მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს შემეცნებით-გასართობი და კულტურულ ცენტრები, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის.

კაშხლის ტერიტორიაზე მოეწყობა ინტერაქტიული აღმოჩენათა ცენტრი, გასართობი და სათავგადასავლო ტიპის ატრაქციები.

ენგურის კაშხალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, გარდა ამისა მას განსაკუთრებული ინდუსტრიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მსოფლიოში სიმაღლით მეორე თაღოვანი კაშხალია.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

 

Tags: