შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს 15 ქალაქსა და დაბაში განთავსების ობიექტების მომსახურე პერსონალს, ჯამში 200- ზე მეტ მსმენელს „საოჯახო სასტუმროს მართვის “ შესახებ გადამზადების კურსი უტარდება. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში ტრენინგი საოჯახო სასტუმროების 15 თანამშრომელმა გაიარა. სწავლებას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
სასწავლო კურსის ჩატარდა შემდეგ ქალაქებსა და დაბებში: სტეფანწმინდა, თიანეთი, ახმეტა, ზუგდიდი, ახალციხე, ოზურგეთი, . თეთრიწყარო, წყალტუბო, ხაშური, გორი,ქარელი, ბაღდათი, ამბროლაური და ონი და მარნეული.
გადამზადების კურსი შემდეგ პროგრამას მოიცავდა : „საოჯახო სასტუმროს მართვა,“ თანამშრომლის ქცევა, ჩაცმულობა და დისციპლინა, სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტები და სხვა.