28 აგვისტოს, „Check In Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“, შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისი“ და ანსამბლი „ივერია“ წარმოგიდგენთ განახლებულ მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილი“. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც „ბლექ სი არენაზე“ ქართული მიუზიკლი დაიდგმება.
ღონისძიების დეტალები საზოგადოების პრესკონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, „ბლექ სი არენას“ დირექტორმა ანი კავლელიშვილმა, შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ გენერალურმა დირექტორმა გია ბაღაშვილმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ბაღაშვილმა გააცნეს.
„ჩხიკვთა ქორწილი“ უკვე თითქმის 40 წელია, წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს გახმაურებული მიუზიკლი, რომელზეც თაობები გაიზარდა, სხვადასხვა წელს თითქმის 800-ჯერ ჩატარდა.
წლევანდელი „ჩხიკვთა ქორწილი“ ეძღვნება ანსამბლ „ივერიის“ 50 წლის იუბილეს. ლეგენდარულ „ივერიელებთან“ – თემურ წიკლაურთან, მანანა თოდაძესთან, ნუგზარ კვაშალთან, ვახტანგ ტატიშვილთან და სხვებთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარდგებიან ახალი თაობის ვარსკვლავები: ნუცა ბუზალაძე (ქეთევანი), ანდრია გველესიანი (ზაქარა), ბორის ბედია (ყვავი), პოპულარული ანსამბლი: „ქუჩის მუსიკოსები“ გია ბაღაშვილის ხელმძღვანელობით და სხვ.
კომპოზიტორი – ალექსანდრე ბასილაია
ლიბრეტოს ავტორები – ჯემალ ბაღაშვილი და ავთანდილ გელოვანი
მხატვრები – ანი ნინუა და ნინო სურგულაძე
დამდგმელი ქორეოგრაფები – კოტე ფურცელაძე და ფრიდონ სულაბერიძე
სასცენო მოძრაობა – გოგა ოსეფაშვილი
მუსიკალური ხელმძღვანელი – გია ბაღაშვილი
დამდგმელი რეჟისორი – ჯემალ ბაღაშვილი
მონაწილეობენ: თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ნუცა ბუზალაძე, ანდრია გველესიანი
ბორის ბედია, ხვიჩა მაღლაკელიძე, ვახტანგ ტატიშვილი, გურამ ჯაში, მანანა თოდაძე, ქეთი წიკლაური, თამუნა ტაბატაძე, მერაბ სამყურაშვილი, დიტო საკანდელიძე, ჯანო იზორია, გია დავითიანი, გუჯა მარდალეიშვილი, ავთანდილ თაბუკაშვილი, გოგა ოსეფაშვილი, ლუიზა კობალაძე , ლილი ზღვაური , ჯემალ ბაღაშვილი, ზურა ლალიაშვილი, ვიქტორ ლალიაშვილი
დათო აბულაძე, გია ბაღაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე (უმცროსი), ლაშა მძინარაშვილი
მირიან ბერელიძე, ირაკლი ნადირაშვილი, მაიკო ვაწაძე, შორენა ჯაფარიძე, ცისია კალანდაძე, ეკა მოდებაძე, ლუკა წიკლაური, ილა საბაძე, თენგო გუმბერიძე, დათო მჭედლიშვილი
ალექსანდრე ჯაფარიძე.
ბილეთები იყიდება საიტზე: tkt.ge.
გენერალური სპონსორი: „საქართველოს ბანკი“
მედიამხარდამჭერები: „იმედი“, „ფორტუნა“, ambebi.ge, marketer.ge, ჟურნალი „O.K.“