2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 719 920 მგზავრს მოემსახურა, რაც 28 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2 130 469 მგზავრი).
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 429 088 მგზავრს მოემსახურა, რაც 16% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (371 188 მგზავრი ). 7 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 104 161 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ივლისში 75 372 მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წლის ივლისთან შედარებით 52 % მეტია. 7 თვეში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 310 115 მგზავრს მოემსახურა.
2018 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 111 325 მგზავრმა ისარგებლა, რაც 11%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (100 613 მგზავრი). ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის 7 თვეში 301 597 მგზავრს მოემსახურა.
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 7 თვეში 4 047 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 194 რეისი შესრულდა.
წყარო: საქართველოს მთავრობა